Шпатлевка стен под обои. Быстрая шпатлевка стен своими руками. Стоимость шпатлевки стен. Штукатурка стен цена. Быстрая штукатурка стен своими руками. Отделка стен штукатуркой. Декоративная отделка стен. Качественная отделка стен декоративным камнем. Отделка стен своими руками. Мини токарный станок своими руками. Как сделать токарный станок своими руками. Настольный токарный станок своими руками. Облицовка дома кирпичом. Качественная облицовка дома кирпичом фото. Наружная облицовка дома. Как начать бизнес с нуля. Быстро начать бизнес без вложений. Начать бизнес с нуля идеи. Канализация в частный дом. Хочу сделать канализация своими руками. Водоснабжение и канализация дома. Строительство фундаментов цены. Быстрая строительство фундамента своими руками. Технология строительства фундамента.
ჟურნალი "NAEC.GE" N11

სიახლეების გამოწერა

წიგნიერების საეთაშორისო კვლევა
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები

სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალება მოზარდისათვის სწავლაა. რას და როგორ სწავლობენ მოზარდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? რამდენად და როგორ ესმით ის, რასაც კითხულობენ? რა უწყობს ხელს და, პირიქით, რა აფერხებს ამა თუ იმ ქვეყანაში სწავლისა და სწავლების პროცესს?
ამ არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 1959 წლიდან მსოფლიოს 70-მდე ქვეყნაში აწარმოებს შედარებით კვლევებს.
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ მსოფლიოში. იგი საშუალებას აძლევს მონაწილე ქვეყნებს, შეადარონ მოსწავლეთა მიღწევების დონე საერთაშორისო სტანდარტებს, გააანალიზონ, თუ რა ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკა, სასწავლო გეგმები, სწავლების მეთოდიკა თუ საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა მიღწევებზე; ამასთან, მკაფიოდ ავლენს ამა თუ იმ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს და კარგ საფუძველს ქმნის იმის გადასაწყვეტად, რა და რატომ არის შესაცვლელი თუ დასახვეწი სწავლების პროცესში.
გარდა მოსწავლეებისა, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობენ კვლევაში ჩართულ მოსწავლეთა პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მშობლები. მათგან მიღებული ინფორმაცია გვეხმარება, გავაანალიზოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.

რა არის ,,PIRLS"?

PIRLS-ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი.
მოზარდის, როგორც მოქალაქის, ჩამოყალიბების პროცესში 9-10 წელი მნიშვნელოვანი ასაკია. ამ დროს კითხვის უნარი, რომელიც ერთ-ერთი საბაზო უნარია, უკვე ჩამოყალიბებულია. ამ ასაკში ბავშვის კითხვის უნარის შემოწმება გულისხმობს იმის გარკვევას, რამდენად წარმატებით შეძლებს მოსწავლე მაღალი კლასების სასწავლო პროგრამის დაძლევას.
PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს _ რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.

PIRLS 2011 საქართველოში

რას და როგორ კითხულობენ 9-10 წლის ბავშვები საქართველოში? რა ფაქტორები უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში კითხვის უნარის განვითარებას და რამდენად ვუსწრებთ თუ ჩამოვრჩებით ამ კუთხით კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებს?
საქართველომ პირველად ამ კვლევაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო. ქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენეს. 2011 წელს კვლევის მომდევნო ციკლში ჩვენ საშულება მოგვეცემა, შევადაროთ 2006 და 2011 წელს ქართველ მოსწავლეთა მიღწევები ერთმანეთს, ვნახოთ, როგორ აისახა საშუალო სკოლაში მიმდინარე ცვლილებები მოსწავლეთა მიღწევებზე.

2011 წელს PIRLS-ის კვლევაში 175 სკოლის მე-4 კლასელი 5 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. 

ჩამოტვირთვა


წიგნიერება PIRLS - 2006


წიგნიერება PIRLS - 2011

X