ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS)


სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევაა. ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები. კვლევის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში.

TALIS 2008 წლიდან ხორციელდება. საქართველო კვლევას 2013 წელს შეუერთდა, ხოლო საველე სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. საქართველოსთან ერთად კვლევაში მონაწილეობა მიიღო 35-მა ქვეყანამ. საქართველოში კვლევის ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის 440 სკოლის დირექტორისა და ამ სკოლების 6000-ზე მეტი მასწავლებლის დახმარებით.

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) შემდეგი ციკლი ჩატარდება 2018 წელს, რაც მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ასპექტების წინა ციკლის შედეგებთან შედარების საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული კვლევის ორივე ციკლის ჩატარებას ფინანსურად უზრუნველყოფს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” და “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია".


ანგარიში

პრეზენტაცია
12 /02/ 2016
X