Как правильно класть плитку. Как класть плитку на стену быстро. Класть плитку своими руками. Как выбрать ламинат для квартиры. Какой лучше выбрать ламинат сегодня. Какого цвета выбрать ламинат. Как правильно клеить обои. Как клеить обои на потолок вертикально. Как правильно клеить углы обоями. Интересные самоделки своими руками. Качественные самоделки своими руками фото. Самоделки для дома своими руками. Как сделать потолок в доме. Чем лучше утеплить потолок дома на сегодняшний день. Утепление потолка дома своими руками. Бизнес идеи с минимальными вложениями. Успешные идеи малого бизнеса с нуля. Прибыльные бизнес идеи. Как сделать мебель своими руками. Сделать деревянная мебель своими руками. Сделать мебель своими руками видео. Опалубка для фундамента. Как сделать опалубку для фундамента быстро. Опалубка для фундамента купить.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა
PISA

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა

რა არის ,,PISA"?

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს. შესაბამისად,  PISA ამოწმებს მათ მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

PISA შემუშავებულ იქნა ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების მიერ. მასში მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის წევრი 30 ქვეყანა და ე.წ. პარტნიორი ქვეყნები, რომელთაგან 2009 წლიდან საქართველოცაა კვლევაში ჩართული.

PISA-ს ისტორია

PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ხორციელდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და ყოველი მომდევნო ფაზისათვის დასახელებული სამი სფეროდან ერთ-ერთს ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა. ასე, მაგალითად, 2009-2010 წლის კვლევაში მთავარი კითხვის უნარების შემოწმებაა, მაშინ, როდესაც 2012 წელს მათემატიკაზე იქნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული, 2015-ში კი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. გარდა ტესტებისა, PISA-ს ფარგლებში მოსწავლეები და სკოლის დირექტორები ავსებენ კითხვარებს, რომელთა მიზანია აჩვენონ, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე.
PISA საშუალებას იძლევა, დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელდეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და შეფასება.

საქართველო და PISA

საქართველო პროგრამაში, როგგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო. ამ დროისათვის კვლევის ამ ფაზაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 70 ქვეყანა. ძირითადი კვლევა ჩატარდება 2010 წლის გაზაფხულზე და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულნი იქნებიან შემთხვევით შერჩეული 15 წლის მოსწავლეები.

რატომ არის მნიშვნელოვანი PISA?

  • PISA ორიენტირებულია საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრაზე. კვლევის დიზაინი და ანგარიშების წარმოების მეთოდები მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ შესაბამისმა სამთავრობო ინსტიტუტებმა კვლევის შედეგები გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას.
  • პროგრამა ეფუძნება წიგნიერების ,,ახლებურ" ხედვას, რაც გულისხმობს მოსწავლეთა შესაძლებლობას, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები, რათა გააანალიზონ, იმჯელონ და ეფექტურად გადმოსცენ აზრი სხვადასხვა სიტუაციური პრობლემების გადაჭრისას.
  • პროგრამა შეესაბამება უწყვეტი განათლების პრინციპს და არ შემოისაზღვრება მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების შეფასებით, არამედ ამავდროულად მიზნად ისახავს მოსწავლეების მოტივაციის, თვითრწმენისა და განათლების მიღების პროცესისადმი მათი დამოკიდებულების შესწავლას.
  • კვლევა რეგულარულად ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალ-ყური ადევნონ, რა შედეგებს აღწევენ ისინი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და ამოცანების დაძლევის გზაზე.

PISA-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სწავლისა და სწავლების პროცესზე მთელ მსოფლიოში. საქართველო, კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების მსგავსად, საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში ეფექტურად გამოიყენებს საერთაშორისო კვლევის შედეგებს.

ჩამოტვირთვა

PISA 2009 (ანგარიში)
X