Какой ноутбук выбрать. Какой фирмы выбрать ноутбук лучше. Какой выбрать ноутбук для работы. Скачать драйвера для видеокарты. Скачать драйвера для видеокарты nvidia бесплатно. Драйвера видеокарты для windows 7. Как начать учить Java. Какие книги java читать. Все о программирование на Java. Скачать игры для android. Лучшие игры для android скачать. Бесплатные игры для планшетов android. Интересные факты о человеке. Где найти интересные факты обо всем. Интересные факты о русских. Где найти гайд по магу wow. Самые лучшие гайды о магах wow. Аркан маг гайд для World of Warcraft. Как начать изучать язык Python. Какие книги python лучше читать. Все о программировании на python. Скачать компоненты Joomla. Самые лучшие компоненты joomla скачать. Бесплатно скачивание компонентов Joomla всех версии.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები


სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალება მოზარდისათვის სწავლაა. რას და როგორ სწავლობენ მოზარდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? რამდენად და როგორ ესმით ის, რასაც კითხულობენ? რა უწყობს ხელს და, პირიქით, რა აფერხებს ამა თუ იმ ქვეყანაში სწავლისა და სწავლების პროცესს?
ამ არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 1959 წლიდან მსოფლიოს 70-მდე ქვეყნაში აწარმოებს შედარებით კვლევებს.
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ მსოფლიოში. იგი საშუალებას აძლევს მონაწილე ქვეყნებს, შეადარონ მოსწავლეთა მიღწევების დონე საერთაშორისო სტანდარტებს, გააანალიზონ, თუ რა ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკა, სასწავლო გეგმები, სწავლების მეთოდიკა თუ საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა მიღწევებზე; ამასთან, მკაფიოდ ავლენს ამა თუ იმ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს და კარგ საფუძველს ქმნის იმის გადასაწყვეტად, რა და რატომ არის შესაცვლელი თუ დასახვეწი სწავლების პროცესში.
გარდა მოსწავლეებისა, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობენ კვლევაში ჩართულ მოსწავლეთა პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მშობლები. მათგან მიღებული ინფორმაცია გვეხმარება, გავაანალიზოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.

რა არის ,,TIMSS"?

TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაა, რომლის მიზანი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობაა.
მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები ხელს უწყობს მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებას და ეხმარება მას სამყაროს შემეცნებაში. მათემატიკა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნდამენტური ნაწილია. 21-ე საუკეუნეში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მათემატიკის ცოდნის, მათემატიკური აზროვნებისა და მათემატიკის გამოყენების უნარის მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში ბუნების კანონების შეცნობა, რაც სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლით არის შესაძლებელი.
ამ საგნების შესწავლა მნიშვნელოვან-წილად განაპირობებს ლოგიკური აზროვნების ფორმირებას, ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, სწავლისა და სწავლების პროცესის წარმატებულად წარმართვის საფუძველია.
ამ კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია).

TIMSS 2011 საქართველოში

საქართველომ პირველად ამ კვლევაში მონაწილეობა 2007 წელს მიიღო. ამ კვლევის საფუძველზე, საქართველო მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილი რეიტინგული სიის ბოლო მეოთხედშია. ეს კვლევა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2011 წელს ჩვენ გვექნება 2007 წლის შედეგებთან მოსწავლეთა მიღწევების შედარების საშუალება. ასევე ვნახავთ, როგორ აისახა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასა და ზოგადად, სასკოლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მოსწავლეთა მიღწევებზე.
X