Не работает мышка что делать. Почему не работает мышка на ноутбуке. Не работает беспроводная мышка. Почему не работает клавиатура. Почему не работает клавиатура на компьютере. Не работают некоторые кнопки клавиатуры. Как обшить ванну панелями. Скажите чем обшить стены в ванной. Обшить ванну пластиком фото. Приложения для android бесплатно. Скачать лучшие приложения для android. Приложение для планшетов android. Горнолыжные курорты финляндии. Лучшие горнолыжные курорты финляндии цены. Лучшие курорты финляндии. Как лечить воспаление легких. Воспаление легких симптомы основные. Воспаление легких лечение. Уроки по python. Учим python с нуля быстро. Как изучать быстро язык Python. Проблемы с сердцем симптомы. Основные признаки проблем с сердцем. Проблемы с клапаном сердца.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

მათემატიკის მომავალი მასწავლებლების განათლების საერთაშორისო კვლევა
რა არის TEDS-M?

2008 წელს ჩატარდა საერთაშორისო კვლევა TEDS-M, რომელიც შეისწავლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკის მომავალი მასწავლებელების მომზადების პოლიტიკას, პრაქტიკასა და შედეგებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი შედარებითი კვლევა, რომლის მიზანია მასწავლებელთა განათლების პროგრამების სრულყოფა და, ამგვარად, სწავლისა და სწავლების ხელშეწყობა.
TEDS-M-ი მასწავლებელთა საგანმანათლებლო სისტემას შეისწავლის სამ ძირითად დონეზე: (1). ეროვნული პოლიტიკის, (2). ინსტიტუტებისა და პროგრამებისა და (3). შედეგების დონეზე.
საკვლევი კითხვები თითოეულ დონეზე განსახვავებულია:
ეროვნული პოლიტიკა _ როგორია მასწავლებელთა მომზადების, მასწავლებელთა შერჩევის, სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შემუშავების, ხარისხის უზრუნველყოფისა და დაფინანსების ეროვნული პოლიტიკა და როგორ აისახება ეროვნული პოლიტიკა მომავალი მასწავლებლების ცოდნასა და პედგოგიურ უნარებზე.
ინსტიტუტები და პროგრამები _ რა მახასიათებლები აქვთ მასწავლებელთა მომზადების ინსტიტუტებსა და პროგრამებს; რა განსხვავება არსებობს პროგრამებს შორის ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის; სწავლის რა შესაძლებლობები აქვთ მომავალ მასწავლებლებს; რა საგნობრივ შინაარსს მოიცავს მასწავლებელთა მომზადების პროგრამები და როგორ არის სწავლება ორგანიზებული.
შედეგები _ როგორია სტუდენტთა/ მათემატიკის მომავალ მასწავლებელთა ცოდნის დონე და როგორ იცვლება ის ქვეყნების მიხედვით.
კვლევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაადგინოს კავშირი ეროვნული პოლიტიკის, ინსტიტუტებისა და პროგრამების მახასითებლებსა და მომავალი მათემატიკის მასწავლებელთა მიღწევებს (მათემატიკის ცოდნა, სწავლების მეთოდიკა, პროფესიული უნარები) შორის.
TEDS-M-ში მონაწილეობენ:
  • მათემატიკის მომავალი მასწავლებლები – სტუდენტები, რომლებიც სწავლის ბოლო კურსზე იმყოფებიან;
  • მათემატიკის მომავალ მასწავლებელთა მათემატიკის ლექტორები;
  • მათემატიკის მომავალ მასწავლებელთა ზოგადი პედაგოგიკის ლექტორები;
  • ინსტიტუტები და პროგრამები, რომლებიც მათემატიკის მომავალ მასწავლებლებს ამზადებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი TEDS-M?

TEDS-M-ი განათლების პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტური ინსტრუმენტია, რადგან ის სიღრმისეულად შეისწავლის მასწავლებელთა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცდილობს, გამონახოს ეფექტური გზები მის გასაუმჯობესებლად.
მასწავლებელთა კვალიფიკაცია და პროფესიული ოსტატობა სკოლაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მაღალი ხარისხის განათლება 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი პრიორიტეტია. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების სრულყოფასა და პედაგოგთა კვალიფიციური კადრების მომზადებას.

ჩამოტვირთვა

მათემატიკის მომავალი მასწავლებლების კვლევა
X