ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

ზოგადი ინფორმაცია

TOEFL-ის გამოცდა მოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული გამოცდაა ინგლისურ ენაში.

აღნიშნული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ორგვარი ფორმატით: წერილობით და კომპიუტერულად (ინტერნეტის საშუალებით). აპლიკანტების უმრავლესობა უპირატესობას სწორედ გამოცდის მეორე ფორმატს ანიჭებს. „გამოცდების ეროვნული ცენტრიც“ გამოცდის კომპიუეტრულ ვერსიას სთავაზობს აპლიკანტებს.

TOEFL IBT-ის გამოცდა საუკეთესო საშუალებაა ინგლისურენოვან ქვეყნებში სწავლის გასაგრძელებლად.

TOEFL IBT-ის ტესტი ამოწმებს, თუ რამდენად კარგად ფლობს აპლიკანტი ინგლისურ ენას საიმისოდ, რომ მან შეძლოს სწავლის გაგრძელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. ტესტი ამოწმებს ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარს.
დღესდღეობით არსებული გამოცდა მსოფლიოს მასშტაბით ჩაბარებული აქვს 27 მილიონ აპლიკანტზე მეტს. გამოცდას აბარებენ ინგლისური ენის ცოდნის სხვადასხვა დონის მქონე აპლიკანტები, დაწყებული საშუალო დონიდან (Intermediate) დამთავრებული მაღალი დონით (Advanced). არსებულ გამოცდას აპლიკანტები აბარებენ სხვადასხვა მიზნით:

• უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების;
• ინგლისური ენის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის;
• სტიპენდიის მიღების;
• ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის;
• ემიგრაციის.

TOEFL-ის გამოცდის შედეგებს აღიარებს 130 ქვეყნის 8500-ზე მეტი კოლეჯი, უნივერსიტეტი თუ სააგენტო. TOEFL-ის გამოცდის შედეგები ასევე გამოიყენება ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთიში ემიგრაციის მიზნით. დამატებითი ინფორმაციისათვის (თუ რომელი ორგანიზაციები აღიარებს TOEFL-ის გამოცდის შედეგებს) იხილეთ შემდეგი ბმული
01 /08/ 2013
X