Не работает мышка что делать. Почему не работает мышка на ноутбуке. Не работает беспроводная мышка. Почему не работает клавиатура. Почему не работает клавиатура на компьютере. Не работают некоторые кнопки клавиатуры. Как обшить ванну панелями. Скажите чем обшить стены в ванной. Обшить ванну пластиком фото. Приложения для android бесплатно. Скачать лучшие приложения для android. Приложение для планшетов android. Горнолыжные курорты финляндии. Лучшие горнолыжные курорты финляндии цены. Лучшие курорты финляндии. Как лечить воспаление легких. Воспаление легких симптомы основные. Воспаление легких лечение. Уроки по python. Учим python с нуля быстро. Как изучать быстро язык Python. Проблемы с сердцем симптомы. Основные признаки проблем с сердцем. Проблемы с клапаном сердца.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

რატომ უნდა ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდები „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში”?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითქმის 10 წელია ორგანიზებას უწევს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ გამოცდებს, რომელთა მიზანიც საგანმანათლებლო შეფასებაა. თავდაპირველად ცენტრი მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ატარებდა, რომლებიც საქართველოს 11 ქალაქში მდებარე 15 საგამოცდო ცენტრში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თითოეულ სესიაზე საქართველოს მასშტაბით 10 000-მდე გამოსაცდელი ასრულებდა ტესტურ დავალებებს. შემდგომ ცენტრის ფუნქციებს დაემატა სასკოლო ოლიმპიადები, სამაგისტრო, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, რომლებიც უკვე კომპიუტერის მეშვეობით ჩატარდა. წლების განმავლობაში ცენტრში დაგროვდა უზარმაზარი გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, მაღალი ხარისხისა და გამჭვირვალობის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ქართული საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ცენტრის საქმიანობას და ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით მოსახლეობის ნდობის მოპოვება.


საქმეში მრავალჯერ დამტკიცებული პროფესიონალიზმისა და მაღალი ხარისხის სერვისის გარდა, "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" გთავაზობთ ხელსაყრელ და კომფორტულ გარემოს ტესტირებისას. ცენტრში მომუშავე სპეციალისტებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ სტანდარტიზებული ტესტირებისას გადამწყვეტია ყველა გამოსაცდელი თანაბარ პირობებში იყოს ჩაყენებული. შესაბამისად, ტესტირებისათვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემო, სადაც კეთილგანწყობილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი მოგემსახურებათ, არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ. გამოცდების ცენტრი, აგრეთვე, მზად არის ყველა საჭირო პირობა შეუქმნას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აპლიკანტებსაც.

ცენტრის ოფისი, სადაც ჩატარდება საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდები, მდებარეობს მშვიდ და იზოლირებულ ადგილას. ახლახან გაყვანილი მაგისტრალების მეშვეობით ქალაქის ცენტრიდან მანქანით მოსვლა 8-9 წუთშია შესაძლებელი. შენობის წინ მდებარეობს დაცული, უფასო ავტოსადგომი 80-მდე ავტომანქანისათვის. ფეხით მოსიარულეებს კი სამარშრუტო ტაქსები სწორედ ჩვენს ზღურბლთან მოიყვანენ.


კომფორტული გარემოს გარდა გამოცდების ცენტრი გთავაზობთ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებსაც და ზოგ შემთხვევაში მათი ჩაბარება 50-60 ლარით უფრო იაფიც კი ღირს, ვიდრე სხვა საგამოცდო ცენტრებში. შეგახსენებთ, რომ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიზანია რაც შეიძლება იაფად და ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის სერვისი.


ყველა სასურველ კითხვაზე პასუხს გაგცემენ პროცესში უშუალოდ მონაწილე ექსპერტები. ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენ ზუსტად არ იცით, რომელი სასერტიფიკაციო ტესტი შეესაბამება თქვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენი წარმომადგენლები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო და სასურველი გამოცდა. თქვენ აგრეთვე შეძლებთ დაათვალიეროთ შენობა და საგამოცდო ოთახები. ჩვენი რჩევაა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

23 /02/ 2013
X