Купить новостройку с отделкой. Где купить однокомнатную квартиру в новостройке? Купить новостройку недорого. Оценка стоимости недвижимости. Какая рыночная оценка недвижимости? Принципы оценки недвижимости. Теплый пол своими руками. Как сделать теплый пол в доме. Монтаж водяного теплого пола. Не включается ноутбук. Скажите почему не включается ноутбук. Ноутбук включается и сразу выключается. Быстрый кредит наличными. Где быстро взять кредит без справок. Оформить быстрый кредит. Топ wow сервера. Где скачать последний клиент wow? Самый лучший сервера world of warcraft. Ленточная пилорама цена. Ленточная пилорама своими руками чертежи. Скачать чертежи ленточной пилорамы. Аренда квартир без посредников. Длительная аренда квартир без посредников и прочих. Аренда однокомнатной квартиры.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

გამოცდის სპეციფიკა და ხანგრძლივობა

კემბრიჯის გამოცდები

 

Young Learners

KET

KET for schools

PET
PET for Schools

FCE

FCE for Schools

CAE

BEC

TKT

 

საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების შექმნაში თავისი მიღწევებით კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა. კემბრიჯის გამოცდებს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

კემბრიჯი გთავაზობთ სხვადასხვა დონის გამოცდებს ინგლისურ ენაში, რომლებიც შეესებამება უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებს, დაწყებული A1 დონიდან უმაღლეს C2 დონემდე. კემბრიჯის გამოცდები საუკეთესო საშუალებაა მსურველთათვის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად. ეს გამოცდები ასევე გამოიყენება კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარების, კარიერული წინსვლის, სამოგზაურო და სხვა მიზნებისათვის. კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით, არის ის, რომ მისი სერტიფიკატი უვადოა.

მთელს მსოფლიოში 13 000-ზე მეტი დამსაქმებელი, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი და სამთავრობო ორგანიზაცია ენდობა კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას.
კემბრიჯის გამოცდები შედგება მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის ნაწილებისაგან. ქვემოთ მოცემულ ბმულში იხილეთ, თუ რომელი ინსტიტუტები და კოლეჯები აღიარებენ ოფიციალურად კემბრიჯის სერტიფიკატს საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, ასევე იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც დასაქმებისას ითხოვენ კემბრიჯის რომელიმე დონის სერტიფიკატს www.cambridgeenglish.org/recognition

გამოცდების ცენტრი მზად არის ყველა საჭირო პირობა შეუქმნას განსაკუთრებული საჭირობების მქონე აპლიკანტებს. განსაკუთრებულ პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.cambridgeenglish.org/exams-and-qualifications/special-circumstances

 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” აპლიკანტებს სთავაზობს კემბრიჯის გამოცდების ორივე: წერილობით და კომპიუტერულ ვერსიებს. კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერული ვარიანტი საქართველოში 2013 წელს პირველად ჩატარდა ჩვენს ცენტრში. გამოცდის კომპიუტერული ვერსია იმავე სირთულისაა, როგორსაც აპლიკანტები წერილობით აბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აპლიკანტი წერილობითი გამოცდის იდენტურ სერტიფიკატს იღებს, რომელშიც არ არის მითითებული, თუ ტესტის რომელი ვერსია ჩააბარა: კომპიუტერული თუ წერილობითი. კომპიუტერული გამოცდის ჩაბარება ზოგ შემთხვევაში 50-60 ლარით უფრო იაფია, ვიდრე იგივე გამოცდის ტრადიციული ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიზანია რაც შეიძლება იაფ და ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის სერვისი.


კომპიუტერულ გამოცდას დაბალი ფასის გარდა მრავალი სხვა უპირატესობაც აქვს, რის შედეგადაც აპლიკანტი ზოგავს საგამოცდო დროს. მაგ., კომპიუტერული გამოცდის დროს აპლიკანტს სურვილისამებრ შეუძლია მონიშნული პასუხის შეცვლა იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ კურსორის სასურველ გრაფაში ჩასმა და მონიშვნა. გამოცდის წერილობით ჩაბარებისას კი პირიქით, აპლიკანტი დროს ხარჯავს არასწორად მონიშნული პასუხის წაშლასა და ახალი მონიშვნის გაკეთებაზე. ეკრანზე გამოტანილია კონკრეტული ნაწილის (მაგ: კითხვის ნაწილი) ყველა დავალების ნომერი და აპლიკანტი თავად ირჩევს, რომელი კითხვიდან დაიწყოს მუშაობა. ეს ზოგავს ტესტის გადაფურცვლისათვის საჭირო დროს. გარდა ამისა, ეკრანზე გამოტანილია ტაიმერი, რომელიც აპლიკანტს ეხმარება დროის გაკონტროლებაში, გამოცდის კონკრეტული ნაწილის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე ტაიმერი იწყებს ციმციმს, რაც აპლიკანტს მიანიშნებს, რომ დრო იწურება.
კომპიუტერული ვერსია გაცილებით უფრო მოქნილია, ეფექტური და აპლიკანტის საჭიროებებზე უკეთ მორგებული. ამ ყველაფერთან ერთად მისი ფასიც მნიშვნელოვნად შეღავათიანია.
იმისათვის, რომ აპლიკანტები კარგად გაეცნონ კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერული ვერსიების სპეციფიკას იხილეთ საგამოცდო ნიმუშები


Young Learners
(A1/A2 დონეები) არის ინგლისური ენის კემბრიჯის ტესტი ნორჩებისათვის.

მას 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები აბარებენ.

ტესტს სამი დონე აქვს:

Starters

Movers

Flyers


KET (Key English Test) არის ინგლისური ენის ელემენტარული დონის შესამოწმებელი გამოცდა. იგი წარმოადგენს კარგ საშუალებას შეამოწმოს კანდიდატის საუბრისა და წერის უნარები. KET აღიარებულია მთელს მსოფლიოში როგორც ბაზისური ინგლისურის შესამოწმებელი საუკეთესო საშუალება.


KET for schools არის KET-ის იდენტური გამოცდა. იგი იმავე დონის სერტიფიკატს იძლევა, როგორსაც KET (A2 დონე ). მათ შორის ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საგამოცდო დავალებები მორგებულია სკოლის მოსწავლის გამოცდილებასა და ინტერესებზე.


PET (Preliminary English Test) კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის საშუალო დონის საკვალიფიკაციო ტესტირებაა. სერტიფიკატი გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგზაურო მიზნებისათვის.


PET for School არის PET-ის იდენტური გამოცდა. იგი იმავე დონის სერტიფიკატს იძლევა, როგორსაც PET (B1 დონე). მათ შორის ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საგამოცდო დავალებები მორგებულია სკოლის მოსწავლის გამოცდილებასა და ინტერესებზე.


FCE (First Certificate English) კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ გამოცდას უწოდებენ ინგლისურ ენაში. ასევე გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგაზაურო მიზნებისათვის, თუმცა უფრო მაღალ საკვალიფიკაციო დონეს ასახავს, ვიდრე PET-ის გამოცდა.


FCE for School არის FСE-ის იდენტური გამოცდა. იგი იმავე დონის სერტიფიკატს იძლევა, როგორსაც FСE (B2 დონე). მათ შორის ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საგამოცდო დავალებები მორგებულია სკოლის მოსწავლის გამოცდილებასა და ინტერესებზე.


CAE (Cambridge Advanced English) არის უმაღლესი დონის გამოცდა (C1 დონე), რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ, აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნების მისაღწევად. სერტიფიკატს აგრეთვე იყენებენ მსოფლიოს მრავალ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

BEC (Business English Certificates) (A2/B1/B2 დონეები) არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში: საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებაში, თქვენს მშობლიურ ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის მოძიებაში და ბიზნესთან დაკავშირებული საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლაში. ტესტი ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ საერთაშორისო ბიზნეს გარემოში ინგლისური ენის გამოყენება.
BEC-ის გამოცდა სამ განსხვავებულ დონეს მოიცავს:

Preliminary

Vantage


Higher


TKT (Teaching Knowledge Test) განკუთვნილია ინგლისური ენის იმ მასწავლებლებისათვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. ტესტი ამოწმებს პედაგოგის მიერ ინგლისური ენის სწავლების ძირითადი მეთოდების ცოდნას. TKT-ის გამოცდის ჩაბარება მიზანშეწონილია როგორც დაწყებითი, ასევე მაღალი კლასების მასწავლებელთათვის, ასევე მას აქტიურად აბარებენ უმაღლესი სასწავლებლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგებიც. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ტესტს აბარებენ პედაგოგები თავიანთი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, იგი განკუთვნილია არა მარტო მოქმედი მასწავლებლებისათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ჯერ არ აქვს პედაგოგიური გამოცდილება. ეს ტესტი დაეხმარება პედაგოგებს კარიერულ წინსვლასა და უკეთეს დასაქმებაში.

23 /02/ 2013
X