ჟურნალი "NAEC.GE" N12

სიახლეების გამოწერა

გამოცდის სპეციფიკა და ხანგრძლივობა
„გამოცდების ეროვნული ცენტრი“ გახდა პირველი ლიცენზირებული ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს ACCA-ს კომპიუტერული გამოცდები. CBE-ს ლიცენზირებული სტატუსი ცენტრს მიენიჭა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის საფუძველზე დადასტურდა, რომ იგი ნამდვილად სთავაზობს მომხმარებელს შესანიშნავ პირობებს და, ამასთანავე, ACCA-ს სტუდენტების ტესტების პასუხები მაქსიმალურადაა დაცული.

ACCA არის მსოფლიო ორგანიზაცია პროფესიონალი ბუღალტრებისათვის. მისი მიზანია მოხმარებელს შესთავაზოს შესაბამისი ბიზნეს კვალიფიკაცია, რომელიც პიროვნებას დაეხმარება მიაღწიოს კარიერულ წინსვლას ბუღალტერიაში, ფინანსებსა და მენეჯმენტში.

ორგანიზაციას ამჟამად ჰყავს 162,000 წევრი და 426,000 სტუდენტი 170 ქვეყანაში. ACCA, ამასთანავე, მუდმივად ეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და დამქირავებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ACCA მუდმივად ატარებს კვლევებს, რათა დარწუმდეს, რომ ბუღალტერიაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება.

ACCA ჩამოყალიბდა 1904 წელს. ჩამოყალიბებისთანავე მის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენდა: თანაბარი შესაძლებლობები, მრავალფეროვნება, ნოვატორობა, ერთიანობა, ანგარიშვალდებულება. ორგანიზაცია ცდილობს მოხსნას ხელოვნური ბარიერი და ყველას მისცეს შანსი გახდეს კვალიფიცური ფინანსისტი.


კომპიუტერული გამოცდის უპირატესობები

ACCA სთავაზობს აპლიკანტებს გამოცდის ჩაბარების ორ გზას: წერილობითსა და კოპიუტერულს. „გამოცდების ეროვნულ ცენტრში“ აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ კომპიუტერული გამოცდების ჩაბარება.

ACCA პირველი პროფესიული ორგანიზაცია იყო, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა კომპიუეტერული გამოცდები 1998 წელს. ამჟამად მას მთელს მსოფლიოში 400-ზე მეტი ლიცენზირებული ცენტრი აქვს, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ კომპიუეტრულ გამოცდებს.

კომპიუეტრული გამოცდების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ აპლიკანტს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოცდის ჩაბარება ან გადაბარება მაშინ, როდესაც წერილობითი გამოცდები წელიწადში მხოლოდ ორჯერ (დეკემბერსა და ივნისში) ტარდება. გარდა ამისა, აპლიკანტი გამოცდის შედეგს მომენტალურად, გამოცდის დასრულებისთანავე ხედავს კომპიუტერის ეკრანზე. ოფიციალური შედეგები კი მას 72 საათის განმავლობაში ეგზავნება მის მიერ ACCA-ს ვებ-გვერდზე გახსნილ ანგარიშზე.

კომპიუტერული გამოცდის მსვლელობისას მონიტორზე ჩანს დარჩენილი დრო, რაც აპლიკანტს ხელს უწყობს საგამოცდო დროის გაკონტროლებაში. აპლიკანტს სურვილისამებრ შეუძლია პასუხების შეცვლა კურსორის სხვა პასუხთან მიტანითა და მისი მონიშვნით, რაც წერილობით გამოცდასთან შედარებით საგრძნობლად ზოგავს საგამოცდო დროს.

„გამოცდების ეროვნული ცენტრი“ სთავაზობს აპლიკანტებს ყველა არსებულ კომპიუტერულ გამოცდას:

ბუღალტერიის საფუძვლები (Foundations in Accountancy):

FA1 Recording Financial Transactions
MA1 Management Information
FA2 Maintaining Financial Records
MA2 Managing Costs and Finance
FAB Accountant in Business
FFA Financial Accounting
FMA Management Accounting

ACCA -ს კვალიფიკაცია (ACCA Qualification):

F1 Accountant in Business
F2 Management Accounting
F3 Financial Accounting

პირველი ორი გამოცდა მოიცავს მხოლოდ ორქულიან, დახურული დაბოლოების მქონე კითხვებს.

• ხანგრძლივობა - 2სთ;
• შედგება 50 საკითხისაგან;
• მაქსიმალური ქულა - 100;
• გამსვლელი ქულა - 50% და მეტი.

ყველა დანარჩენი გამოცდა მოიცავს შემდეგი ტიპის კითხვებს: დახურული დაბოლოების მქონე (multiple choice); ჩამონათვალიდან რამდენიმე სწორი პასუხის მონიშვნა (multiple response); ერთი პასუხის მისადაგება რამდენიმე დებულებასთან (multiple response matching); პასუხის ციფრებით ჩაწერა (number entry). ყველა ტიპის დავალება ფასდება 2 ქულით.

• ხანგრძლივობა - 2სთ;
• შედგება 50 საკითხისგან;
• მაქსიმალური ქულა - 100;
• გამსვლელი ქულა - 50% და მეტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ „ხშირად დასმული შეკითხვების სექციას“ ვებ-გვერდზე
12 /08/ 2013
X