ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

გამოსაშვები გამოცდები

2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა.

ცენტრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა - რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო და საქართველოს ყველა სკოლაში ერთდროულად, ცენტრალიზებულად ჩატარებულიყო სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდები 8 საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

საატესტატო გამოცდებისათვის კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება შეირჩა, როგორც ამოცანის ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გადაჭრის გზა.
ცენტრის ექსპერტების მიერ IRT (item response theory) თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა ალგორითმი. საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფმა კი შექმნა პროგრამა, რომელიც, ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებითუზრუნველყოფდა ცენტრალიზებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ჩატარებას საქართველოს 1600-მდე სკოლაში.

კომპიუტერული ტესტირების სხვადასხვა მიდგომის განხილვისას უპირატესობა მიენიჭა ინტერნეტით განხორციელებლ ტესტირებას. სისტემის მეტი სანდოობისა და დაცულობისათვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser-ი რომელიც უზრუნველყობს ტესტირების სრულ დაცულობას და ზღუდავს კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს (start; copy; paste; task manager და ა.შ.).

ცენტრის საგნობრივი ჯგუფების მიერ შეიქმნა ტესტური დავალებების ბაზა (მომზადდა და გამოიცადა ასობით დავალება). ლოჯისტიკის დეპარტამენტმა კი ახალ რეალობაზე მორგებული ადმინისტრირების სქემა შეიმუშავა.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული ვერსია (Gcat) 2011 წელს, გენერალური რეპეტიციისას გამოიცადა.

2011 წლის 23 მაისს კი ქვეყანაში პირველი, კომპიუტერზე ადაპტირებული გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩატარდა.

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

გამოსაშვებ გამოცდებში ყოველწლიურად 45 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება
22 /05/ 2014
X