ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

"სტუდენტები თვითმმართველობისათვის"
"სტუდენტები თვითმმართველობისათვის"

კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" 2016-2017 წელს ახალი ფორმტით ჩატარდება. შესარჩევ ეტაპზე რეგისტრირდებიან სტუდენტთა 3-წევრიანი გუნდები, რომლებიც ამ ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ მომდევნო ეტაპებზე კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან/დასახლებიდან ირჩევენ გუნდის 3 (მინიმუმ 2) წევრს. გუნდის ამ წევრების შერჩევისას პრიორიტეტი ახალგაზრდებს ენიჭებათ. გუნდების დაკომპლექტების რეკომენდებული კომპოზიციაა - 3 სტუდენტი და 3 ადგილობრივი მცხოვრები (3+3).


გუნდმა შესრულებული სიმულაციური დავალება 1 ნოემბრის ჩათვლით უნდა ატვირთოს საკუთარ გვერდზე.

2016-2017 წელს გუნდებს რეგისტრაციისა და შესარჩევი ეტაპით გათვალისწინებული სიმულაციური დავალების შესრულების შესაძლებლობა 29 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ ვებგვერდებზე: online.naec.ge; www.naec.gov.ge და www.mokalake.ge

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

პროექტის მიზანია:

ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება და რეგიონებში "სამოქალაქო ლიდერების" ფორმირების პროცესის ხელშეწყობა, რეალური თვითმმართველობის განხორციელების მხარდაჭერა.

ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.

თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" უკვე მესამედ ჩატარდება. პირველად, მსურველთა რეგისტრაცია 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაერთო. საბოლოოდ 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

წარმატებული გუნდებისათვის ორგანიზაცია "მოქალაქე" სასწავლო ტურს აწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/StudentsForGeorgia
27 /09/ 2016
X