ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

ზოგადი ინფორმაცია

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყველა საგანში. ეროვნულ სასწავლო ოლიმპაიდას გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.

ოლიმპიადა ტარდება ქართულ, სომხურ, აზერბაჯანულ და რუსულ ენებზე.

პირველ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სკოლების 95%–მა. დასკვნით ტურში მონაწილეობა მიიღო პირველ ტურში გამარჯვებულმა 1366 მოსწავლემ. მათგან საუკეთესოებს განათლებისა და მეცნეირების მინისტრმა სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადასცა. გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებში იღებენ მონაწილეობას.

2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 100 000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან დარეგისტრირდა 10 000-მდე არაქართულენოვანი მონაწილე, 10 უსინათლო მოსწავლე.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2011 წელს პირველ ტურში გასწორდა სულ 189 492 ნაშრომი, აქედან 11 526 არაქართულენოვანი. ოლიმპიადაში საქართველოს თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლების დიდი ნაწილი იღებს მონაწილეობას.

 

2013-2014 სასწავლო წლიდან ოლიმპიადა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში (X-XII კლასებში) ტარდება.

14 /03/ 2011
X