Не работает мышка что делать. Почему не работает мышка на ноутбуке. Не работает беспроводная мышка. Почему не работает клавиатура. Почему не работает клавиатура на компьютере. Не работают некоторые кнопки клавиатуры. Как обшить ванну панелями. Скажите чем обшить стены в ванной. Обшить ванну пластиком фото. Приложения для android бесплатно. Скачать лучшие приложения для android. Приложение для планшетов android. Горнолыжные курорты финляндии. Лучшие горнолыжные курорты финляндии цены. Лучшие курорты финляндии. Как лечить воспаление легких. Воспаление легких симптомы основные. Воспаление легких лечение. Уроки по python. Учим python с нуля быстро. Как изучать быстро язык Python. Проблемы с сердцем симптомы. Основные признаки проблем с сердцем. Проблемы с клапаном сердца.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით იწარმოებს

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება:
აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა  პირველ, ძირითად  ეტაპზე, 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა არანაკლებ 3 გამოცდისა, და აგრეთვე მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან  ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).

რეგისტრაცია

ცნობარის ელექტრონული ვერსია


31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).


მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია.

სტუდენტებმა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნით უნდა გადაიხადონ საფასური (10 ლარი) და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვადებში (31 მარტის 18:00 საათამდე). მონაწილეებმა პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმოცდო ქალაქი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება  2017 წლიდან ქართულ ენაზე ჩატარდება.

ინფორმაცია სტუდენტთა დაგრანტო კონკურსის შესახებ (ტესტის ნიმუშები)

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში იხ. მისამართები
23 /02/ 2017
X