ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალი „Naec.ge"

გამოვიდა ჟურნალ „Naec.ge“-ს მე-13 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ, თუ რა სიახლეებია დაგეგმილი 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რა შეიძლება იქცეს „ხიდად“ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ასევე გაეცნობით, როგორ მუშაობს „სტარტაპები“ საქართველოში, როგორი იყო ქართველ ბატონიშვილთა პოეზია და რა სკანდალი გამოიწვია მანეს „ოლიმპიამ“ პარიზში. გაიცნობთ ბრიტანელ მწერალს თავისი „ვამპირული ომებით“, იმ შემოქმედს, რომელიც „ჯორჯია თუ დეის“ რედაქტორიცაა და დატკბებით ფოტორეპორტაჟით - „მთები“. ჟურნალში გამქრალი საახალწლო რიტუალების შესახებაც ამოიკითხავთ ინფორმაციას და კიდევ დაფიქრდებით იმაზე, თუ რატომ უნდა მოითმინოს ქალმა ყველაფერი...

ტრადიციულად ამ ნომერშიცაა დაბეჭდილი გასული წლების გამოცდებზე გამოყენებული ერთ-ერთი ტესტი, რომელიც 2017 წლის საგამოცდო მასალის ანალოგიურია. ამჯერად აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს შემოგთავაზებთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალი „NAEC.ge” არის მაღალი პოლიგრაფიული დონის, 80 გვერდიანი საგანმათლებლო ხასიათის გამოცემა. ჟურნალში ძირითადად იბეჭდება ისეთი ექსკლუზიური მასალა, როგორიცაა: ტესტის ნიმუშები, რეკომენდაციები, ინფორმაცია საგანმანათლებლო კვლევების შესახებ და სხვ. მისი გამოცემა 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას შემდეგ წელიწადში ოთხჯერ გამოდის. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ჟურნალის შეძენა შესაძლებელია „წიგნის სახლში“ (ქ. თბილისი, პეკინის ქ. N31), ხოლო გამოწერა ვებგვერდიდან www.elva.ge - უფასო მიტანის სერვისით (2 38 26 73/74).

06 /02/ 2017
X