Купить новостройку с отделкой. Где купить однокомнатную квартиру в новостройке? Купить новостройку недорого. Оценка стоимости недвижимости. Какая рыночная оценка недвижимости? Принципы оценки недвижимости. Теплый пол своими руками. Как сделать теплый пол в доме. Монтаж водяного теплого пола. Не включается ноутбук. Скажите почему не включается ноутбук. Ноутбук включается и сразу выключается. Быстрый кредит наличными. Где быстро взять кредит без справок. Оформить быстрый кредит. Топ wow сервера. Где скачать последний клиент wow? Самый лучший сервера world of warcraft. Ленточная пилорама цена. Ленточная пилорама своими руками чертежи. Скачать чертежи ленточной пилорамы. Аренда квартир без посредников. Длительная аренда квартир без посредников и прочих. Аренда однокомнатной квартиры.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:

 

 

  • აბიტურიენტები;
  • პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
  • სტუდენტები;
  • მაგისტრანტობის კანდიდატები.


ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. 

რა არის გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი?
გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი გახლავთ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოცდის ელექტრონული ფორმატის სრულად დანერგვა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. პირველი ეტაპი ტექნიკური ნაწილის გამართვას, დანერგვასა და ელექტრონული ფორმატის ტესტის მიწოდების უზრუნველყოფას, ასევე ტესტის დავალებების განსხვავებული, კომპიუტერზე გათვლილი და კონკურსანტზე მაქსიმალურად მორგებული დავალებების შექმნას (მაგ., ტესტში ფოტო და ვიდეომასალის ინტეგრირება) ითვალისწინებს; მომდევნო ეტაპი არჩევითპასუხებიანი ტესტის ან ტესტის ნაწილის ავტომატურ რეჟიმში შეფასებას გულისხმობს; ბოლო ეტაპი კი იქნება სრულად კომპიუტერული ტესტირება, რომლის ფორმატი მონაწილეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეუწყობს ხელს. ეს ეტაპი სასწავლო პროცესში შესაბამისი ტექნოლოგიების, პროგრამების გამოყენების დანერგვის პარალელურად წარიმართება.

რა უპირატესობა გააჩნია ელექტრონულ გამოცდას?
ელექტრონული ტექსტის შემთხვევაში, განსხვავებით ნაბეჭდისაგან, არ არის შეზღუდული მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენების კუთხით, უფრო მარტივია გამოსახულების მაღალი ხარისხის მიღწევაც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამარტივებს კონკრეტული დავალების აღქმას, იძლევა ერთი დავალების ერთ გვერდზე, წაკითხვისათვის მაქსიმალურად მოსახერხებლად განთავსების, ფერების გამოყენების შესაძლებლობას, გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება დავალების, ტექსტის გაცილებით ეფექტურად ორგანიზება და მიწოდება კონკრეტული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით. ელექტრონული პროგრამა ძალიან მარტივი მოსახმარია. მხოლოდ ორი ღილაკის გამოყენებაა საჭირო იმისათვის, რომ აპლიკანტმა გვერდიდან გვერდზე გადაფურცლოს ელექტრონული ბუკლეტი. გარდა ამისა, მონაწილეს შეუძლია გაადიდოს, ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი გახადოს კონკრეტული დავალება და ა. შ.

ხშირად დასმული კითხვები

06 /11/ 2015
X