Как правильно класть плитку. Как класть плитку на стену быстро. Класть плитку своими руками. Как выбрать ламинат для квартиры. Какой лучше выбрать ламинат сегодня. Какого цвета выбрать ламинат. Как правильно клеить обои. Как клеить обои на потолок вертикально. Как правильно клеить углы обоями. Интересные самоделки своими руками. Качественные самоделки своими руками фото. Самоделки для дома своими руками. Как сделать потолок в доме. Чем лучше утеплить потолок дома на сегодняшний день. Утепление потолка дома своими руками. Бизнес идеи с минимальными вложениями. Успешные идеи малого бизнеса с нуля. Прибыльные бизнес идеи. Как сделать мебель своими руками. Сделать деревянная мебель своими руками. Сделать мебель своими руками видео. Опалубка для фундамента. Как сделать опалубку для фундамента быстро. Опалубка для фундамента купить.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS-ის შედეგები ცნობილია

2015 წელს 2007-2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში (მე-4, მე-8 კლასები), ასევე ბუნებისმეტყველებაში (მე-8 კლასი; მე-4 კლასში შედეგები არ შეცვლილა). პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება. მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია).

 

საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციისა და ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში  აღნიშნულია, რომ გენდერული ნიშნით მოსწავლეთა მიღწევებს შორის სხვაობა მცირდება, ასევე, მონაწილე ქვეყნებში სასკოლო გარემო უფრო უსაფრთხო ხდება.

 

სახეზეა პოზიტიური ტენდენცია, რომ განათლების ხარისხი უმჯობესდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა ქვეყანამ გააუმჯობესა შედეგი, ზოგიერთმა ამ სხვაობის შემცირება შეძლო,“ - აღნიშნა ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, აინა მულისმა.

 

საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ი უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

 

საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში - 2007, 2011 და 2015 წლებში.

2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.  საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა TIMSS 2015-ის ნაციონალური ანგარიშის მომზადებაზე. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების  შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

 

www.naec.ge


29 /11/ 2016
X