Снять квартиру посуточно. Быстро снять посуточно квартиру в казани. Снять однокомнатную квартиру посуточно. Помощь в получении ипотеки. Удобное получение ипотеки в сбербанке. Что нужно для получения ипотеки. Отопление частного дома. Как сделать отопление частный дом схема. Частный дом монтаж отопления. Восстановление жесткого диска. Быстрое восстановление информации с жесткого диска. Восстановление данных жесткого диска программа. Кредит с плохой историей. Быстрые кредиты онлайн с плохой историей. Срочный кредит с плохой историей. В какой сервер играть в WOW. Топ world of warcraft серверы. Wow серверы pandaria. Круглопалочный станок чертежи. Круглопалочный станок купить дешево. Самодельный круглопалочный станок. Кредит на покупку квартиры. На долго взять кредит на квартиру. Кредит на покупку квартиры.
ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

შავი ზღვის კონფერენცია 2006

„თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის“ საქართველო, 19–20 სექტემბერი, 2006

საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო მისაღები გამოცდების პროცესში ჩართული ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეკრება პოლიტიკური და ტექნიკური საკითხების განსახილველად. კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საერთო პრობლემების გადაჭრის გზებზე  ისაუბრეს. კონფერენცია სასტუმრო თბილისი ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა  და მას 130 ადამიანი ესწრებოდა.

კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-მა ალექსანდრე ლომაიამ, რომლის მოხსენების თემა საქრთველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ახალი საგამოცდო მოდელის განხილვა იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ მოხსენება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქ-ნ-მა მაია მიმინოშვილმა. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ფონდი “ღია საზოგადოება _ საქართველოს” დირექტორი დავით დარჩიაშვილი. ამავე დღეს მოხსნებებით გამოვიდნენ როზიტა ვან მილი (მსოფლიო ბანკი, ვაშინგტონი, აშშ) გერჰარდ კოვარი (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია). გაიმართა ფორუმი თემაზე: მისაღები გამოცდების მოდელები. ფორუმში მონაწილეობდნენ დენ დევიდსონი (ამერიკული საბჭოები, ვაშინგტონი); ალექსანდრე ლომაია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი); ჯეინ როჯერსი (კონექტიკუტის უნივერსიტეტი, აშშ); ემა ნარდი (საგანმანათლებლო შეფასების ასოციაცია, იტალია).
კონფერენციის მეორე დღეს მოეწყო მონაწილე ქვეყნების პრეზენტაციები და დისკუსიები. დისკუსიების შემდეგ მოხსენებები გააკეთეს იზაბელ ნისბეთმა (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და კვალიფიკაციის სააგენტო, ლონდონი); გიუნტერ  ტროსტი (განათლების კვლევის ინსტიტუტი, ბონი); იოავ კოენი (ტესტირებისა და შეფასების ეროვნული ინსტიტუტი, ბონი); ჰარიჰარან სვამინათანი (კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ). ამავე დღეს  მოეწყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  საგნობრივი ჯგუფების, კვლევის ჯგუფის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის პრეზენტაციები. ღონისძიების დახურვაზე კი სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბ-ნ ზურაბ ნოღაიდელი.
კონფერენციას წინ უძღოდა დიდი და შრომატევადი სამუშაო, რომელიც შეფასებისა და გამოცების ეროვნულმა ცენტრმა გასწია მისი ორგანიზებისათვის. შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც  აქტიური მუშაობა 2006 წლის იანვრიდან დაიწყო.  ღონისძიების მონაწილეთა აზრით, კონფერენცია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და რაც მთავარია,  ძალიან საინტერესო  და ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში შექმნილმა მისაღები გამოცდების ახალმა მოდელმა საერთაშორისო ექსპერტების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

პრეზენტაციები | სხვა მასალები

14 /03/ 2011
X