ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში – რეალობა და ინიციატივები 2008

2008 წლის 19-20 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია  თემაზე – „საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში – რეალობა და ინიციატივები“. კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების სისტემის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებებისა და პედაგოგიური წრეების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე განიხილეს საერთაშორისო კვლევების შედეგები და იმსჯელეს სამომავლო რეკომენდაციების შემუშავებაზე.
კონფერენციის ძირითადი საკითხები იყო:
- საერთაშორისო კვლევების მნიშვნელობა საგანმანათლებლო პოლიტიკაში;
- წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები;
- კითხვის სწავლების პრაქტიკა საქართველოში  და კითხვის თანამედროვე მოდელები;
- მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის შედეგები;
- TIMSS 2007–ის შედეგები კოგნიტური სფეროების მიხედვით.
- მათემატიკის  მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო კვლევა.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად გაუსვეს ხაზი ამ ღონისძიების ეფექტურობასა და აუცილებლობას. უახლოეს მომავალში ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი რეკომენდაციები.

პრეზენტაციები

14 /03/ 2011
X