კონფერენციები
საერთაშორისო კვლევები და საქართველო 2013

2013 წლის 12-13 აპრილს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მესამე ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია "საერთაშორისო კვლევები და საქართველო" ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პედაგოგებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის ექსპერტების პრეზენტაციები საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებისა და წარმატებული ქვეყნების გამოცდილების შესახებ. კონფერენციის შემაჯამებელი ნაწილი ვითარების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ნაბიჯების განსაზღვრას დაეთმო.


მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა TIMSS 2011(მათემატიკა)

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა TIMSS 2011(ბუნებისმეტყველება)

მათემატიკის მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო კვლევა TEDS-M 2008

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2009

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS 2011

სასკოლო განათლების სისტემა ბრიტანეთში

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება

განათლების სისტემა სინგაპურში

განათლების სისტემა ფინეთში

დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში
15 /04/ 2013
ბეჭდვა